02:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 09:38:07, 1456 ნახვა

ომი უკრაინაში
შმიგალი - უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს

უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც შმიგალმა The Hill-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე ძლიერი ზეწოლა უკრაინული საზოგადოებიდან მოდის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რაც შეეხება პარტნიორებს, მათი მხრიდან უკრაინაზე კონტრშეტევის დაწყების მოთხოვნით ზეწოლა არ ხორციელდება.

„ყველა ჩვენი მეგობარი და პარატნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ კონტრშეტევისთვის აუცილებელია 100%-იანი მზადყოფნა და შეიძლება მეტიც. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა",- ამბობს შმიგალი.

ცნობისთვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. აშშ-მდე ის კანადას სტუმრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics