01:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 17:04:38, 1621 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო, არც ერთ მტერს არ დავტოვებთ დაუსჯელს

ჩვენს მიწაზე ოკუპანტის არანაირ კვალს არ დავტოვებთ,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელსი წერს.

მისი თქმით, ჩერნიგოვის რეგიონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსი დამპყრობლების აგრესიას შეეჯახა, შესაბამისად უკრაინელი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს დაუსჯელი არ დარჩება.

"ჩერნიგოვის რეგიონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რუსი დამპყრობლების აგრესიას შეეჯახა. საჰაერო დაბომბვა, სამოქალაქო შენობების საარტილერიო დაბომბვა, წამება და შიში ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ნაიარევად დიდხანს დარჩება. ჩვენს მიწაზე ოკუპანტის კვალს არ დავტოვებთ და ჩვენი ხალხის ტანჯვის გამო არც ერთ მტერს არ დავტოვებთ დაუსჯელს",- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics