|
2023-04-07 12:18:16, 1317 ნახვა
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის მარტში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 143 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 143 ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 40 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 9 - ქვემო ქართლის, 2 - მცხეთა-მთიანეთის, 29 - შიდა ქართლის, 27 - სამცხე-ჯავახეთის, 12 - იმერეთის, 20 - გურიის, 1 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 3 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. "სამართალდარღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. 2023 წლის მარტში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 305 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 173 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 132 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 365 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1100 კუბური მეტრი შეადგინა", - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)