06:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 13:04:43, 652 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია სტრიტ არტის კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია სტრიტ არტის კონკურსს აცხადებს, რომელიც ამ მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს. 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს აპრილის განმავლობაში შეეძლებათ წინადადებების შემოტანა, რომლის მიხედვით პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. 

„დედაქალაქში სტრიტ არტის ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების  არეალთან შეხამებული,  ბეტონის სამშენებლო ღობეზე,  და ასე შემდეგ.  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება. 

ამჯერად, გვაქვს ახალი ინიციატივა - გვსურს,  გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც გააერთიანებს სტრიტ არტის მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს. მთელი აპრილის განმავლობაში შესაძლებელი იქნება განაცხადების შემოტანა თბილისის მერიაში, შემდეგ კი პროექტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. 

ამ კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა სტრიტ არტისტებს და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ყოველთვის შეუწყობს ხელს ქალაქის გალამაზებას. 

„ამ ახალგაზრდებს, ვინც სტრიტ არტით არიან დაკავებული, ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ერთად გავალამაზოთ და გავაფერადოთ ჩვენი ქალაქის ქუჩები და სივრცეები. მადლობა თქვენ, რადგან უკვე ბევრი კარგი პროექტი განახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ახლა კი, ველოდებით თქვენს წინადადებებს და ჩვენ დაგიფინანსებთ კონკრეტულ პროექტებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics