|
2023-04-04 13:09:07, 930 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი სამადაშვილს - თუ დადასტურდა, რომ გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა ადამიანს, გადაუხდით თუ არა მადლობას? [ვიდეო]
ქალბატონო სალომე, თქვენ ერთ-ერთ ბრალდებულს გადაუხადეთ მადლობა. მე მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა ადამიანს, მადლობას გადაუხდით თუ არა?,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე "ლელოს" დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პაპუაშვილის თქმით, "მთელი ფარისევლობა" იმაშია, რომ სალომე სამადაშვილი ამ კითხვას არ პასუხობს. "ქალბატონო სალომე, თქვენ ახლა გამოსვლაში, ერთ-ერთ ბრალდებულს გადაუხადეთ მადლობა. მე მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, მადლობას გადაუხდით, თუ არა? არა, მითხარით, კი თუ არა. არ გაქვთ ამაზე პასუხი? კითხვის არსი ხომ გესმით? შეგიძლიათ გაიგოთ კითხვა? ანუ, არ პასუხობთ ამ კითხვას. მე მგონი, მთელი თქვენი ფარისევლობა ამაში არის, რომ არ პასუხობთ კითხვას მაინც. მე ასე გავიგე, რომ თუ დადასტურდა, რომ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით, ასე გავიგე. ამას გულისხმობთ, ხომ? გასაგებია თქვენი დამოკიდებულება, გასაგებია",- განაცხადა პაპუაშვილმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)