|
2023-04-04 12:40:44, 919 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებას“ - თუ დასავლეთი გვაძალებს ომს, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია - რუსეთთან მუხლებზე დადგომას?
გეკითხებით - თუ დასავლეთი გვაძალებს ომს, სტრატეგიულად რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია, რუსეთის გულის მოგებას? რუსეთთან მუხლებზე დადგომას? - ამ შეკითხვით მიმართა „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს. როგორც მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლება "რუსულ საქმეს" აკეთებს, რის გამოც, საზოგადოებას მმართველი პოლიტიკური გუნდის აღარ სჯერა. "გეკითხებით, რას აკეთებს უმრავლესობა გარდა იმისა, რომ გადააბრალოს დასავლეთს - "დასავლეთი ომს გვაძალებს". აი, კიდევ გეკითხებით - თუ დასავლეთი გვაძალებს ომს, სტრატეგიულად რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია? - რუსეთის გულის მოგებას? რუსეთთან მუხლებზე დადგომას? თუ დასავლეთს მტრად წარმოაჩენთ საზოგადოებაში, რას ეფუძნება ჩვენი უსაფრთხოება. მართლა არ მესმის, დასავლეთი ომს გვაძალებს და რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, რას შვება, ჩვენი მეგობარია?... რატომ ვაკეთებთ ამას, რომ საქართველო გახდეს დამოკიდებული და უფრო დიდი ბერკეტი ჰქონდეს რუსეთს საქართველოზე. აი, ეს არის რუსული საქმე. ეს არის მთავარი პრობლემა ქვეყნის და ამის გამო არ სჯერა თქვენი ხალხს და არც ჩვენ", - მიმართა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)