00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 09:24:33, 1461 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 12 ადამიანი გაათავისუფლა [ვიდეო]

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 12 ადამიანი გაათვისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, გათავისუფლებულებს შორის, 10 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.

„ტყვეობიდან გათავისუფლებულია 12 უკრაინელი: 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე. დამცველები ჯარისკაცები და სერჟანტები არიან, რომლებიც ტყვედ დონეცკის ოლქში - ბახმუტის, ოპიტნოესა და ორეხოვო-ვასილიევკას მახლობლად გამართულ ბრძოლებში და ლუგანსკის ოლქის კრემენაიასა და ჩერვონოპოვკას მახლობლად აიყვანეს. ასევე დაბრუნდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აგრესორებმა ხარკოვის რაიონის სოფელ ლიპციდან და მარიუპოლიდან აიყვანეს მძევლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციითვე, რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეობიდან სულ 2 005 უკრაინელი გათავისუფლდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics