00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 23:27:40, 1648 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინას დახმარების ახალი, 274 მილიონიანი პაკეტი გამოუყო

ნიდერლანდების მთავრობამ 2023 წლისთვის უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოყო, რომლის ღირებულება 274 მილიონი ევროს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოყოფილი თანხიდან, 180 მილიონი ევრო განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სოფლის მეურნეობისა და რეკონსტრუქციისთვის, ხოლო დანარჩენი 94 მილიონი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალების არალეტალური მხარდაჭერისთვის, დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის.

კერძოდ, პაკეტის „ჰუმანიტარული ნაწილიდან“ 10 მილიონი ევრო გამოიყოფა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის, ზუსტად ამდენივე კი სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვაზე.

დახმარების პაკეტიდან 75 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება უკრაინასა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ხოლო 14 მილიონი ევრო - რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებებით მიყენებული ზარალის რეესტრის შექმნისთვის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics