00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 18:59:43, 1596 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვუსურვებ რუსეთის პრეზიდენტს, დარჩენილი სიცოცხლე სარდაფში ტუალეტის ნაცვლად ვედროთი გაატაროს

შემიძლია ვუსურვო რუსეთის პრეზიდენტს, რომ დარჩენილი სიცოცხლე  სარდაფში ტუალეტის ნაცვლად ვედროთი გაატაროს“ - ამის შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სოფლებში მოგზაურობისას განაცხადა.  დღეს იგი იაგოდნოიე ჩერნიგოვის რეგიონის სოფლებს ეწვია.

„რუსებს ჯერ კიდევ აქვთ წასვლის დრო, თორემ ჩვენ გავანადგურებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთის ფედერაციის ტერორისტებს არ შეგვიძლია მივცეთ საშუალება, მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ იქიდან გავიდნენ, თორემ გავანადგურებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ზუსტად არ თქვა, როდის იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად კონტრშეტევისთვის, მაგრამ შეკრებილი ხალხი დაარწმუნა, რომ სამხედროები ემზადებიან "ბრძოლაში ძლიერებისთვის და ჩვენი მიწის დეოკუპაციისთვის".

ზელენსკიმ კომენტარი, რუსი პროპაგანდისტის პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში აფეთქებაზეც გააკეთა, მისი თქმით რუსეთმა უნდა იფიქროს იმაზე, რაც ხდება პეტერბურგში ან მოსკოვში. „მე სხვა ქვეყანაზე ვფიქრობ“; - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics