00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 17:35:47, 1515 ნახვა

ომი უკრაინაში
ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ

ნორვეგია და დანია უკრაინას 8 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიისა და დანიის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსლო უკრაინას 155მმ-იან საარტილერიო ჭურვებს გადასცემს, ხოლო კოპენჰაგენი - დეტონატორებს.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ რუსული თავდასხმის მოგერიება შეძლოს.

"უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს უკრაინას ისე, როგორც შეუძლია. ევროპისა და ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს რუსული თავდასხმის მოგერიება", - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics