|
2023-04-03 16:44:53, 1121 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „რუსული ოცნების“ და ამ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს მოძალადის ინსტინქტები აქვს
„ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს, „ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა. ვინც პუტინისტი არ არის, ვინც არ ემთხვევა რუსი პროპაგანდისტების ლექსიკას, თურმე ყველანი მკვლელები და პირსისხლიანები ყოფილან", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „რუსული ოცნების“ და ამ ხელისუფლების პრემიერ მინისტრს მოძალადის ინსტინქტები აქვს. „ტრი-ტრი, ანტონი, როცა მოვისმინეთ ბერას სათამაშოსგან, მაშინვე ძალიან მარტივი იყო დასკვნის გაკეთება, რომ ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოძალადის ინსტინქტები აქვს „რუსული ოცნების“ და ამ ხელისუფლების პრემიერ მინისტრს. ამასობაში, ახალგაზრდებზე ცდილობს შავი კამპანიის წარმოებას და უმძიმესი ლექსიკით საუბრობს, რომ თითქოს ცოცხლად დაწვა უნდოდა ახალგაზრდა ადამიანს პოლიციელების და ათას სიგიჟეს საუბრობს. მგონია, რომ ძალიან მძიმე პრობლემები აქვს ღარიბაშვილს, არ არის ნორმალური რა ლექსიკითაც საუბრობს, „ანარქისტებს“ ეძახის იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირი უნდა. ვინც პუტინისტი არ არის, ვინც არ ემთხვევა რუსი პროპაგანდისტების ლექსიკას, თურმე ყველანი მკვლელები და პირსისხლიანები ყოფილან. არ არის ნორმალური და ადეკვატური და ურთულესია ამ კაცის სერიოზულად შეფასება, ბიძინა ივანიშვილმა ფანტასტიკურად შეაფასა - რაც გინდათ ის დაუძახეთ და ის უწოდეთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 3 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "უცხოური აგეტების შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადსს "ანარქისტი" უწოდა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)