00:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 11:36:26, 1642 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტს 2-თვიანი შინაპატიმრობა შეეფარდა

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტ პაველს, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ,  60-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

მიტროპოლიტი სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სასამართლო მის იძულებით გადაადგილებაზე დათანხმდა.  

სასულიერო პირი ეჭვმიტანილია რელიგიათაშორისი სიძულვილის გაღვივებასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში.

ცნობისთვის, 29 მარტს ამოიწურა ვადა, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებს დაევალათ კიევ-პეჩორის ლავრის მონასტრის დატოვება, რის შემდეგაც ძველი უკრაინული მონასტრის ობიექტების სახელმწიფოში გადაცემის შესახებ კომისიის მუშაობა უნდა დაწყებულიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics