|
2023-04-01 18:51:41, 1342 ნახვა
პოლიტიკა
გიული ალასანია - პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ვიბრძვი
მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარ უკვე დაწერილია, როგორც თავად აღნიშნავს საჩივრის შედგენის პროცესში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძეც ჩართული იყო. მანვე დასძინა, რომ ის არის მშობელი და აქედან გამომდინარე მისი სურვილია რომ, სადაც მისი შვილი უსაფრთხოდ იქნება, იქ იყოს. „ველოდები ჩემი შვილის თანხმობას. აქამდე რაღაცის გამო თავს იკავებდა, ყველა არგუმენტი ჩემთვის არც არის ცნობილი. მიჩვეული ვარ, რომ ყოველთვის ვუჯერებდი ჩემს შვილს, ვფიქრობდი, მას უფრო აქვს ეს ხედვა. იურისპრუდენციასთან კავშირი არ მქონია, მართალი გითხრათ. ყველანაირი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვიცი სტრასბურგი როგორ მუშაობს, არ მქონია არანაირი შეხება. მე სულ მეჩქარება, რადგან ვხედავ, რომ ამ კლინიკაში ბევრი ღირსეული ადამიანია, მედპერსონალის მიმართ თითქოს საყვედური არ მეთქმის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელობის თვალსაზრისით უკან მიდის. მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩემი სურვილია, სადაც ჩემი შვილი უფრო უსაფრთხოდ იქნება, მინდა, იქ იყოს. საჩივარი დაწერილია, თვითონ ბატონი შალვაც მონაწილეობდა ამაში“, - განაცხადა ალასანიამ
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)