|
2023-03-31 12:47:58, 1091 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ხელისუფლებას - ქართველმა ხალხმა გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა არცერთი ფორმით
ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა. არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისთვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას მიმართა. ზურაბიშვილმა მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ხალხის საპროტესტო აქციების მთავარი გზავნილები შეახსენა "2020 წლის 20 ივნისს, ქართველმა ხალხმა გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა არ უნდა არცერთი ფორმით, არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. 2023 წლის 7-8 მარტს გითხრათ, რომ როგორი მომავალი სურს და არასდროს რომ არ შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას". "ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა. არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისთვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისათვის. 2020 წლის 20 ივნისს, ქართველმა ხალხმა გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა არ უნდა არცერთი ფორმით, არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. 2023 წლის 7-8 მარტს გითხრათ, რომ როგორი მომავალი სურს და არასდროს რომ არ შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას, ქართველი ხალხის გამოძახილი მკაფიო და ნათელია, ეს მსოფლიომ კარგად გაიგო და დაინახა, ხელისუფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ხალხმა მისი ნების აღსრულება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)