17:56 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 22:20:09, 1041 ნახვა

პოლიტიკა
დანიგენი - ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებასთან მათ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე საუბარს განვაგრძობ

ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს ხელისუფლებასთან იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც ჩვენ ვნახეთ და მე განვაგრძობ ამ გულწრფელობას ხელისუფლებასთან თუ დამამტკიცებენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა რობინ დანიგენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლოს გაძლიერება, არის ის ნაბიჯები, რომლებიც საზოგადოებას გაძლიერებასა და გამძლეობაში დაეხმარება.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების შენების გზაზე, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება, სასამართლოს გაძლიერება - ეს ყველა ის ნაბიჯებია, რომლებიც საზოგადოებას გაძლიერებას და რუსული ან ჩინეთის მავნე საქმიანობისადმი გამძლეობაში ეხმარება" - განაცხადა დანიგენმა.

დანიგენი ასევე შეეხო სანქციების საკითხსაც და განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთის და მისი ჯარის სანქციების გვერდის ავლით დაფინანსება სამომავლო კონფლიქტებისთვის, აქედან გამომდინარე მომდევნო თვეებში აშშ-ის სანქციების სპეციალური კოორდინატორი და ოფიციალური პირები საქართველოს ვიზიტით ესტუმრებიან, რათა ხელისუფლებასთან სანქციების საკითხზე დიალოგი წარიმართოს.

"საქართველოს ნამდვილად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ გვსურს სანქციების გვერდის ავლით გავაგრძელოთ რუსეთის ომის მანქანის და მისი ჯარის დაფინანსება მომავლის კონფლიქტებისთვის." - აღნიშნა დანიგენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics