22:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 16:16:51, 1581 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

რეზნიკოვის თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებითაა დაგეგმილი.

„ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევა უკვე დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. დაწყება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მომენტია ყველაზე შესაფერისი და ასევე ამინდის პროგნოზზე, რადგან გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია, ვფიქრობ კონტრშეტევას აპრილ-მაისში ვიხილავთ ",- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება და უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, როგორც ეს გაკეთდა კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში.

მისივე თქმით, უკრაინამ "ლეოპარდის" ტიპის ტანკები უკვე გერმანიიდან, კანადიდან, პორტუგალიიდან და პოლონეთიდან მიიღო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics