|
2023-03-29 14:37:52, 899 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება
სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სამწუხარო მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. „რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ოჯახის დამოკიდებულებაც არის კატეგორიულად მიუღებელი, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ისინი არ აკეთებენ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და გაუგონარი მოვლენა, როდესაც საკუთარი ოჯახი არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, არავის არ აქვს უფლება ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს, პატიმარს არ უნდა "ვივამედის" საკვების მიღება, პენიტენციურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს და ეს ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“,- განაცხადა კობახიძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)