|
2023-03-28 18:30:34, 838 ნახვა
პოლიტიკა
ბელარუსის საგარეო - რუსეთის ბირთვული ქობინების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსება საერთაშორისო სამართლის დებულებებს შეესაბამება
რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის დებულებებს, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არ არის ინოვაცია არაბირთვულ და ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. „ამ გარემოებებისა და მათგან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონიერი შეშფოთებისა და რისკების გათვალისწინებით, ბელარუსი ახორციელებს იძულებით საპასუხო მოქმედებებს საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ნატო-ს ევროპული წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ინახება აშშ-ის 150-ზე მეტი ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მათი შესაძლო გამოყენებისთვის მომზადებულია 250-ზე მეტი თვითმფრინავი“, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, 25 მარტს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)