12:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 14:49:59, 723 ნახვა

საზოგადოება
კურორტების განვითარების სააგენტომ სექტორის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობისა და დარგის  ეფექტიანად განვითარების მიზნით  დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა  ინფორმაცია. 

„ჩვენი პრიორიტეტია აქტიურად ვითანამშრომლოთ კურორტების სექტორის თითოეულ წარმომადგენელთან და განვახორციელოთ კომპლექსური ღონისძიებები, რათა ხელი შევუწყოთ დარგის  განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს კურორტების პოპულარიზაციას", - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. 

შეხვედრას დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის  რეჟიმში განეხილათ აქტუალური საკითხები.   აღინიშნა, რომ სააგენტოს და სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო 2022 წლის 15 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა.

სააგენტოს ძირითადი მიზნებია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება, კურორტებისა და საკურორტო ადგილების კომპლექსური განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან სხვა ადგილებისა და ობიექტების შესწავლა, მათი განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მასობრივი სპორტის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და  ა.შ.

სააგენტოს ამოცანაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საკურორტო ინდუსტრიის განვითარებაში ჩართულ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებს  შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავების გზით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics