22:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 09:37:17, 1645 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - დნიპრო 9 წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა

დნიპრო 9 წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დნიპროში, რომელიც სტრატეგიული ქალაქია, პირველი გასვლითი ღონისძიება - შტაბის შეხვედრა გამართა და მეთაურებისგან ყველაზე ცხელ წერტილებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„განვიხილეთ ფრონტისპირა რაიონებში ზოგადი სიტუაცია, ფრონტის მთელ ხაზზე - ხერსონიდან ხარკოვამდე ჩვენი საზღვრების გამაგრება და დაცვა. ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის, უკრაინელების მთელი ტკივილისთვის - არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ეს პერიოდი მხარს უჭერს ფრონტსა და მებრძოლებს. სწორედ აქ, დნიპროში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩვენს ათასობით მეომარს გადაურჩინეს ჯანმრთელობა მიღებული ჭრილობების შემდეგ. დნიპროში ხდებოდა მოხალისეების მუშაობის კონცენტრირება აგრესიის პირველივე დღიდან", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის დამცველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics