|
2023-03-24 14:27:07, 842 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე ღარიბაშვილს - ის ბრძენი კაცი მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ - ცუდად დაგიმახსოვრებთ
ბ-ნო ირაკლი, ეტყობა, კანცელარიაში სხვა უჯრა გახსენით და სხვა მასალები წამოიღეთ. თავიდან ბოლომდე შარშანდელი მოხსენება წაიკითხეთ, აბსოლუტურად არავითარი ცვლილება. ეს ხომ მოსმენილი გვქონდა? - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, სადაც კანონმდებლები მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. გოცირიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი "სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს იგონებს". "ერთადერთი სხვაობა იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, ის ბრძენი კაცი, მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ. ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ - შეგიძლიათ გამოასწოროთ და მისი წვლილი კიდევ რამდენჯერმე აღნიშნოთ. ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო ის, რომ თურმე ჩვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართ, თურმე ატომური რაღაც გველის და თურმე, ამაში დამნაშავე უკრაინაა. მოგვიყევით, როგორ განადგურდა უკრაინა, რამდენი პროცენტია ოკუპირებული, როგორ ინგრევა ინფრასტრუქტურა და თქვენი ქვეტექსტი იყო, რომ უკრაინა დამნაშავეა, ვინაიდან მან რუსეთს არ დაუთმო. სად არის ნახსენები რუსეთი, როგორც აგრესორი? სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგა. რატომ გაქებთ რუსული მედია? რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა? რა სიტყვებით და ხანდახსნ რა უხერხული ეპითეტებით მოგიხსენიებენ? ნუთუ, ომში მყოფი ქვეყნისადმი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ ამ ნახევარი საათის განმავლობაში. იგონებთ სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს - „ოპოზიციას ომი უნდა“, „სააკაშვილი ომის დასაწყებად ჩამოვიდა", "უკრაინა გვაქეზებს, რომ დავიწყოთ ომი". ომს თუ ვიღაც იწყებს, გამარჯვება ხომ უნდა? და თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ომს იწყებს იმისთვის, რომ გაათავისუფლოს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, აიღოს კრასნოდარის მხარე... ეს არის ლოგიკა თუ პირიქით? ომისთვის ტერიტორიების დასაბრუნებლად ემზადებიან თუ პირიქით, რუსეთის აგენტები არიან და უნდათ, რომ რუსეთი შემოვიდეს და დაგვიპყრონ - მიზეზი გვითხარით“, - მიმართა გოცირიძემ ღარიბაშვილს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)