|
2023-03-24 13:43:00, 755 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი ღარიბაშვილს - თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოშიც კი დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ საქართველოსთვის?!
ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით აქ, როცა გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. ჩამოგახიათ ნიღაბი, გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებულები, - ასე მიმართა პარტია "ლელოს'' დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, სადაც კანონმდებლები მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ნაცვლიშვილმა ღარიბაშვილს შეკითხვა დაუსვა: "ვის უნდა დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოდიხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურებით რომ არ იყოს გარშემოტყმული აქაურობა, თქვენი პარტიის ლიდერები კი საპირფარეშოშიც დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის?" „ჩვენ ვსვამდით შეკითხვებს და გესაუბრებოდით სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე, აი ეს არის პრიორიტეტები, სახელმწიფოზე საუბარიც კი არ შეგიძლიათ. კი, საქართველოს ემუქრება საფრთხე და ეს საფრთხე ხართ თქვენ, რუსული ოცნება ხელისუფლებაში, მაგრამ ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ნიღაბი, რომელსაც სახელდახელოდ იკეთებდით აქ, როცა გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა. ჩამოგიხიათ ნიღაბი, გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებულები. ამას გააკეთებენ ეს ადამიანები რამდენჯერაც საჭირო იქნება ქვეყნის დაცვა გარუსების წინააღმდეგ. ვის უნდა დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოდიხართ მთელი უსაფრთხოების სამსახურებით რომ არ იყოს გარშემოტყმული აქაურობა, თქვენი პარტიის ლიდერები კი საპირფარეშოშიც დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის? ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან ჩვენი მოქალაქეები, კონსტიტუცია, ისტორია, მომავალი. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით რკინის ფარდით მოგეხდინათ ამქვეყნიდან მისი იზოლაცია“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)