|
2023-03-24 10:12:57, 780 ნახვა
პოლიტიკა
გიგაური - ბერბოკს ვთხოვეთ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხარდაჭერა გამოგვიცხადოს
ჩვენ ვთხოვეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებ გზაზე, მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს ხალხს იმიტომ, რომ დღეს მხოლოდ ქართველი ხალხი არის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ამისთვის არაფერს აკეთებს ხელისუფლება, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს'' აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და არასამათვრობო ორგანიზაციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიგაურმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, არასამთავრობო სექტორისა და ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი თემა ასევე, ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. “ჩვენ ვისაუბრეთ თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. განვიხილეთ რუსული კანონი და რა პროცესები იყო ამ კანონის ინიცირებამდე და ინიცირების შემდეგ. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ წლის ბოლოს სტატუსი მივიღოთ ევროკავშირისგან. ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ამ გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩვენს ხალხს იმიტომ, რომ დღეს მხოლოდდამხოლოდ ქართველი ხალხი არის, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამისთვის არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ისინი პირიქით აფუჭებენ საქმეს და მთავარი რაც ჩვენ ვთხოვეთ, არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად სტატუსი უნდა ვთხოვოთ ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ და იბრძვის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. ცნობისთვის, საქართველოში მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის ოფიციალური ნაწილი არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაიწყო. აღნიშნულის შემდეგ, ანალენა ბერბოკი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავს.დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან აუდიენციებიც.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)