|
2023-03-23 15:17:01, 864 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ვივამედის“ განცხადებაზე - გამოსავალი ერთია - მოხდეს სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გადაყვანა
პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა - მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, კლინიკა "ვივამედის" განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ჰუმანიტარული მისიით ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა. „განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა. ფაქტია, რომ აქ ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც, საავადმყოფო ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას. აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 22 მარტს "ვივამედმა" გაავრცელა განცხადება, რომ სამედიცინო დაწესებულება იძულებულია, მიმართოს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა კლინიკაში პაციენტ მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა შეფასდეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებული მკურნალობის სქემაზე და მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება, აქედან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, ნებისმიერ სხვა დაწესებულებაშია შესაძლებელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება. ის კლინიკაში საპატიმრო დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გასული წლის 1-ელ დეკემბერს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 6 თებერვალს, მოსამართლე გიორგი არევაძის ადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 2 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)