|
2023-03-23 12:54:17, 786 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება და 12 პუნქტის შესრულება
ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომელიც დიპლომატმა საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, ერთადერთი, ვინ ამ პროცესს დაბრკოლებებს უქმნის, ოპოზიციაა. „მე არ ვიცი რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე - დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში“, - ამბობს ირაკლი კობახიძემ ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რომელიც დღეს თბილისს უნდა ეწვიოს, ვიზიტამდე განაცხადა, რომ საქართველოში არის მცდელობები, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)