21:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 19:20:48, 1552 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია, როცა ის უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელია

ჩვენ ვერ გვექნება რაიმე არსებითი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ყველა ძალისხმევა გამოიყენეს, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდან აეცილებინათ, მაგრამ დიალოგმაც აზრი დაკარგა.

"ალიანსის წევრი ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთთან არსებით დიალოგზე, მაგრამ რუსეთი ამ მიზანს დაშორდა. ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა რუსეთის უკრიანაში შეჭრა, მაგრამ შეჭრის შემდეგ, დიალოგმა აზრი დაკარგა.

ჩვენ ვერ გვექნება რაიმე არსებითი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე. უკრაინაში ომი ხვალ რომ დასრულდეს, ევროპაში უსაფრთხოების ვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც არ შეიცვლება", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics