|
2023-03-21 13:52:42, 940 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე მაკო ჯაბუას განცხადებაზე - არ მჯერა, 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე
ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ მაკო ჯაბუას განცხადებას. მდინარაძის თქმით, ეს ყველაფერი "ბოლშევიკური კამპანიის" ნაწილია და "ასეთი დამთხვევების და შემთხვევითობების" არ სჯერა. "ნაცმოძრაობის ერთი ტელეკომპანიის თუ მედიაგამოცემის, არ ვიცი ზუსტად, ჟურნალისტი Post TV-ის ერთ-ერთ წამყვანს ადანაშაულებს რაღაცაში, ბოლშევიკები აკეთებდნენ ბოლოს ამას, თავის კოლეგებს უპირისპირებდნენ ერთმანეთს და ე.წ. დანოსებს აწერინებდნენ. 7 წელი რაღაც მომხდარა არ გახსენებია და ახლა გაახსენდა. მე არ მჯერა....უნდა მჯეროდეს აუცილებლად? ისე გაბრაზებული და თვალებს რომ დამიქაჩავთ რა მოხდება ამით, შევშინდები თუ რა? აპრიორი კი არ ვამბობ, ლოგიკაა ასეთი.... თქვენ მგონი თანამონაწილე გახდით იმ რაღაც კამპანიის, რასაც ჰქვია ფაშისტური მიდგომები. "როგორ არ გჯერათ" ფაშისტური მიდგომაა, პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის არაა დამაჯერებელი, რომ 7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. შეიძლება რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ასეთი დამთხვევების და ასეთი შემთხვევითობების მე არ მჯერა, ჩემი აზრი ესაა და თქვენ ნუ მაიძულებთ, რომ სხვა აზრზე გადავიდე",- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 20 მარტს ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც Post TV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)