|
2023-03-21 13:20:52, 868 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე კეზერაშვილზე - ეს მინიმალური სასჯელია - ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია ვერავისთვის იქნება
ეს მინიმალური სასჯელია, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რომელიც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ტელევიზიის ფლობა ინდულგენცია ვერავისთვის იქნება. "ყველამ იცის ვინ არის კეზერაშვილი, რით აქვს მას ნაშოვნი ფული. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ უკვე კერძო სტრუქტურიდან ძარცვავდა ის ბიზნესს საქართველოში, მეორე მას ფული აქვს ნაშოვნი ქართული ჯარის გაძარცვის ხარჯზე და მესამე, დღეს ის უკვე ფულს შოულობს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ხარჯზე და მას ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა აქვს. რა თქმა უნდა, მისი ფული არის სისხლიანი ფული, ეს არის რეკეტით, ძარცვით ნაშოვნი ფული და როცა მას უწევს 5 მილიონი ევროს დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს მინიმალური სასჯელია, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს ყველა იმ უბედურებისთვის, რომელიც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი. რა თქმა უნდა, ტელევიზიის ფლობა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ დროს შექმნის თავის ტელევიზიას. ეს კაცი დღეს მოქმედებს სისხლიანი ნაძარცვი ფულით და ამას სჭირდება სათანადო პასუხი, პირველ რიგში ქართული საზოგადოებისგან",- აცხადებს ირაკლი კობახიძე. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)