|
2023-03-21 11:16:34, 981 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ ან გვინდა გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკას და ტენდენციებს
ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ ან გვინდა, გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკასა და ტენდენციებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტზე EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებასთან დაკავშირებით განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დააკვირდება და ამის შემდეგ გაკეთდება შეფასებები. „ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება. თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. ფარას ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)