19:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 15:54:39, 519 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია

უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ხარისხის კონტროლის  ლაბორატორია, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

უწყების ხელმძღვანელმა ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც  წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

„წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მზადაა.ამ ეტაპზე, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით, თუ როდის უნდა გაიხსნას დაწესებულება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და საზღვარგარეთ მედიკამენტების ნიმუშების გადაგზავნა, მისი ხარისხის დასადგენად აღარ იქნება საჭირო",-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics