19:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 12:10:37, 646 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე სასწავლო პროგრამის ფარგლებში მეოთხე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწავლო კურს  იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულის და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი ოვი კეროლი უძღვებოდა.

"ტრენინგში საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად  შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კრიტიკული ციფრული მტკიცებულებების ანალიზის მეთოდებს, საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით. სწავლების შედეგად მიღებული ინფორმაცია კურსის მონაწილეებს დაეხმარება კომპიუტერულ სისტემებში ციფრული მტკიცებულებების ამოცნობაში, ასევე, მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენის უნარების განვითარებაში.  სემინარი, ასევე მოიცავდა ეფექტური ციფრული გამოძიების ანგარიშის წერის ტექნიკებისა და ამ ანგარიშის სასამართლოში წარდგენის ტექნიკების შესახებ თეორიულ ნაწილს.

აღსანიშნავია, რომ სწავლება აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით და ასვე გლობალური კიბერ ექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება მიმდინარე წელს დასრულდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics