|
2023-03-17 22:12:11, 966 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი მერაბიშვილზე - სადისტი ასპარეზზე გამოვიდა, ვინაიდან მელიამ და ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს
მერაბიშვილი თვითონ არ ჩანდა, ვინაიდან მისი, როგორც სადისტის, ავტორიტეტი სერიოზულად დამაზიანებელი იყო მისი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ ნაბიჯები, ასპარეზზე გამოსვლაა საჭირო, ვინაიდან ვერც მელიამ და ვერც ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მერაბიშვილმა მოახერხა ქართულ ისტორიაში ახალი სიტყვის თქმა, თუ როგორი სადიზმი უნდა გამოიჩინო ადამიანების მიმართ, რომ შენი პოლიტიკური მოსაზრებები დაამკვიდრო და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. „მერაბიშვილი თვითონ არ ჩანდა, ვინაიდან მისი, როგორც სადისტის, ავტორიტეტი სერიოზულად დამაზიანებელი იყო მისი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ ნაბიჯები, ასპარეზზე გამოსვლაა საჭირო, ვინაიდან ვერც მელიამ და ვერც ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს. ხაბეიშვილს აქებს, რადგან მისი კანდიდატურაა, მან დაუჭირა მხარი და იძულებულია, თორემ ამ პოლიტიკურ პროცესებში მისი ჩართულობა იმ მიზანზე იყო ორიენტირებული, რომ გუნდი, რომელიც ფიზიკურ ძალას გამოიყენებდა, დაპირისპირებების პროვოკაციას მოახდენდა, სწორედაც ვანო მერაბიშვილს უნდა დაქვემდებარებულიყო, როგორც ამ თემის პროფესიონალს. ერთ განცხადებაში ამბობს, პოლიციამ ძალას გადაამეტაო. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც თავისი მეთოდებით „უზრუნველყო“, რომ სწორედ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, უამრავი ადამიანი დაშავდა, დღემდე ჯანმრთელობა აქვს შერყეული და არაერთი დაიღუპა. მოახერხა ახალი სიტყვის თქმა ქართულ ისტორიაში, როგორი სადიზმი უნდა გამოიჩინო ადამიანების მიმართ, რომ შენი პოლიტიკური მოსაზრება დაამკვიდრო, გაიტანო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. სწორედ ამ ნიშნით არის ვანო მერაბიშვილი შერჩეული და ამ ნიშნით ჩამოყალიბდება „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)