20:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 15:57:21, 1089 ნახვა

საზოგადოება
კაჭარავა - პეტიციის შექმნა ქართული სპორტის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა

ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა პეტიციას, სახელწოდებით "დატოვოს კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი".

როგორც კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პეტიციის ავტორებს არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება და მის დაკნინებას ცდილობენ.

„გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი „ნაციონალურ მოძრაობის“ განშტოებას, ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს ასობით მესიჯი, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს. ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტის წინააღმდეგ. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში, წყალბურთში. გვახსოვს, ისინი მიადგნენ წარმატებულ სპორტსმენებს. მათ არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში ხდება და ცდილობენ, როგორმე დააკნინონ. მე ამაზე გავიცინებ მხოლოდ“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

ცნობისთვის, "დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი", - ამ სახელწოდებით პეტიცია, რომელიც მოძრაობა  "ხალხის ძალის" დეპუტატის, დავით კაჭარავას რაგბის  კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებას მოითხოვს, გუშინ, 16 მარტს დარეგისტრირდა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე,  არ შეიძლება განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ის არის შემჩნეული ანტისახელმწიფორებრივ და მოღალატეობრივ პოზიციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics