|
2023-03-17 13:22:11, 990 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ს შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ და კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ის დირექტორმა მიხეილ ბერიკაშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას გენერალური პროკურატურისა და კომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია საქართველოს პროკურატურას გადასცემს მის მიერ შექმნილი პლატფორმით სარგებლობის უფლებას. პლატფორმა საქართველოს პროკურატურას შესაძლებლობას მისცემს სწრაფად და ეფექტიანად მოახდინოს კიბერდანაშაულის ფაქტების გამოძიება, დროის მცირე მონაკვეთში განახორციელოს არალეგალური კრიპტოტრანზაქციების გამოვლენა, მათი ანალიზი და მიდევნება. კომპანია „ამბრი სოლუშენზ"-ის მიერ შექმნილი პლატფორმით სარგებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის პროფესიული პროგრამების სწავლება და შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება. შეხვედრაზე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს, სწორედ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)