20:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 12:21:33, 942 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - სულ წევს, უჭირს მოძრაობები - მახსოვს, „ვივამედში“ როგორი შემოვიდა

სულ წევს, უჭირს მოძრაობები - მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექიმების აზრით, ექსპრეზიდენტი, რომელსაც 47 დიაგნოზი აქვს დასმული, მძიმე ავადმყოფია.

"რომ მივდივარ ადამიანთან, სულ წევს, უჭირს მოძრაობები, უჭირს ყველაფერი, ფაქტობრივად და ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში".

ჩვენ გვყავდა ძალიან ავტორიტეტული ხალხი ჩამოყვანილი და ზოგიერთი აქაური - ძალიან ცნობილი სახელები. ყველას ერთსულოვანი აზრით, არის მძიმე ავადმყოფი. 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან 3 არის უმძიმესი", - აცხადებს ექსპრეზიდენტის დედა.

ალასანიას თქმით, უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი-მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 3 მარტს კი, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics