|
2023-03-17 12:11:30, 1286 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - 20 ივნისს ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, 7-8 მარტის პროტესტი კი მშვიდობიანი
20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, 20 ივნისისა და 7-8 მარტის პროტესტი ერთამეთისგან სრულიად განსხვავებული იყო. „უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციასა და, სხვათა შორის, პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი, მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ, მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში”,- განაცხადა გახარიამ. გახარიას თქმითვე, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია, ეს ვინმე სხვას დააბრალოს. „როცა იცი, რომ შენი ხალხის 85%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მაგრამ ამავდროულად გინდა, რომ შეინარჩუნო ძალაუფლება, მმართველობის არსებული სტრუქტურა, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან, შენ გჭირდება უბრალოდ ააფეთქო ეს პროცესი და მოამზადო ნიადაგი, რომ ვინმე სხვას დააბრალო. ეს არის ის, რასაც მთავრობა აკეთებდა. 2 თვის წინ გააცნობიერეს, რომ დიდი ალბათობით, საქართველო, გეოპოლიტიკური მიზნებით, მიიღებს კანდიდატის სტატუსს და დაიწყეს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ, მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია ეს ვინმე სხვას დააბრალოს. დიახ, კანონპროექტის გამოთხოვა არის პროტესტის დიდი და უმნიშვნელოვანესი მიღწევა, მაგრამ ეს არის საბოლოო მიზანი. უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი დეკემბრამდე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ და კანდიდატის სტატუსი არის ერთადერთი გზა დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ჰყავს ევროპელი ხალხი და პრორუსული ხელისუფლება. „დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვს ორი კრიტიკული მიზანი: როგორ დავიცვათ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი კანდიდატის სტატუსის მიღების გზით და როგორ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიით. ამ ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ ჰყავს ევროპელი ხალხი და ძალიან მიჭირს იმის თქმა, მაგრამ პრორუსული ხელისუფლება. ეს შეუსაბამობა ქმნის უზარმაზარ მღელვარებას. ქუჩაში ათასობით მომიტინგე ვნახეთ, თუმცა ეს პრობლემა გადაიჭრება არა მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი. ეს შესრულებადია, თუ ჩვენ ერთად მივაწვდით ამ გზავნილს ევროპის დედაქალაქებს - საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის და დემოკრატიული განვითარების დასაცავად“,- დასძინა გახარიამ.
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)