|
2023-03-17 09:47:45, 1233 ნახვა
პოლიტიკა
დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, ბრიტანეთი საქართველოს 500 000 ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს
ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოსა და მოლდოვაში ვიზიტისას ახალ ფინანსურ დახმარებას გამოაცხადებს, რათა გაზარდოს რეგიონული მდგრადობა რუსეთის მავნე ჩარევის წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო ხაზს უსვამს ორ ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფონზე, საფრთხეს გაუმკლავდნენ. დაფინანსება ანტიკორუფციულ პროგრამებს ეფუძნება და ხელს შეუწყობს მმართველობის რეფორმებს და სამართლიან არჩევნების ჩატარებას. საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი 500 000 ფუნტ სტერლინგს გამოყოფს, რომელიც მიზნად ისახავს 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს შექმნას და მათ დაცვას გარე ჩარევისგან. "ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მოლდოვასა და საქართველოს გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან. ორივე ქვეყანა დაუცველია, რადგან ისინი განიცდიან კრემლის ჰიბრიდული ტაქტიკის, აგრესიის და რეგიონზე რუსეთის კონტროლის გაფართოების მცდელობებს. დიდი ბრიტანეთი გამოავლენს ურყევ ერთგულებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად",- განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)