|
2023-03-16 22:15:20, 900 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს
მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის დასკვნაში არის რეკომენდაციები და რჩევები, რომელთაგან, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და აღკვეთავს ისეთ ვითარებებს, რომელიც ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის ტიპის ბიზნესმენებს პოლიტიკაში ჩართვას არ დაუშვებს. "ამჯერადაც დიდ ვნებათაღელვას იწვევს საერთაშორისო ორგანოებისა და ვენეციის კომისიის დასკვნები, სადაც იუსტიციის მინისტრობისას თავადაც არაერთხელ წარმიდგენია დიდი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტი კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის. არადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო სამუშაო ინსტრუმენტი როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე მთავრობისთვის. "დასკვნაში ვხედავთ რეკომენდაციებს, რჩევებს, რომელთაგან, დარწმუნებული ვარ, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს ისეთ ვითარებებს, რომელიც გულისხმობს ქართული ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, რიგითი სოციალური პრობლემების მქონე ადამიანების ხარჯზე საკუთარი ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს. აგვაცილებს პოლიტიკის ფარად აფარებას და ამგვარ ვითარებებს სახელმწიფოებრივ პროცესში. ამიტომ მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს", - განაცხადა წულუკიანმა.
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)