22:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 12:45:15, 683 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში „თიბისი“ შეხვედრების სერიას იწყებს

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, "თიბისი", VISA-სთან პარტნიორობით, პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში, შეხვედრების სერიას იწყებს, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობაა. "თიბისის" ბიზნეს ნაკრების მომხმარებლებისთვის, დაჯილდოების ნომინაციების შესახებ 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება, რომლებსაც ბიზნეს დაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და თემის ექსპერტები გაუძღვებიან.

"თიბისის" მიზანია, ბიზნესს ხელი შეუწყოს განვითარებაში და მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო გზების ძიებაში. შეხვედრების სერია, რომელიც პანელური დისკუსიით სახით წარიმართება, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. დისკუსიაზე სპიკერები განიხილავენ დაჯილდოების ნომინაციებს,  რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ღირებულებებს ქმნიან, ესენია: მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება, სოციალური პასუხისმგებლობა, რეგიონების განვითარება და სხვა. "თიბისის" მიზანია, ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზაცია მოხდეს და სულ უფრო მეტმა ბიზნესმა დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა თავის საქმიანობაში. 

შეხვედრების სერიის პირველი ღონისძიება დღეს გაიმართება და დისკუსიის თემა „მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება“ იქნება. პირველი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: დავით ჯაფარიძე, თიბისის მომხმარებლის გამოცდილების მართვის ლიდერი; აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი და სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი; არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი ასათიანი, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics