|
2023-03-14 19:31:51, 744 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი ღარიბაშვილს - არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი
არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები არ აადვილებს ქვეყნის ევროკავშირთან მომავალ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მთავრობას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, როგორც სასამართლო და საარჩევნო რეფორმების, ასევე დეოლიგარქიზაციის კუთხით. "პირველ რიგში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი. ეს და სხვა ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით, ცხადია, მიმართულია ევროპარლამენტის დისკრედიტაციისკენ, ჩვენი მუშაობის დელეგიტიმიზაციისკენ, მაგრამ ჩვენი ჯგუფის არც ერთ წევრს, არასდროს აუღია ფული. მსგავსი რაღაცები ერთმანეთთან არ გვაახლოებს, მთელ ამ დრამას და სპექტაკლს, რუსული კანონის, ე.წ უცხოური აგენტების კანონის გარშემო აქვს საბჭოთა სულისკვეთება და არის საბჭოთა ტიპის და ახლა ჩვენ მიმართ ბრალდებები, როგორც პერსონალური ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არ აადვილებს მომავალ თანამშრომლობას. ერთია კანონის უკან გაწვევა და მეორეა 12 რეკომენდაციის შესრულება. ამ ნაწილში ისევ საწყის ეტაპზე ვართ და არ გვინახავს მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, მოსაგვარებელია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაციაც, ეს უნდა გადაიჭრას მთავრობის მხრიდან, ისინი არიან პასუხისმგებელი და უნდა იმოქმედონ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)