|
2023-03-14 16:39:54, 814 ნახვა
პოლიტიკა
ბროუდერი - მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს
მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა, ბილ ბროუდერმა სტრასბურგში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც ბროუდერმა აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახორციელებს. "მე არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს პირადად, მაგრამ როგორც ყველამ, მეც ვიცოდი, როგორი რეფორმატორი იყო ის. განსაკუთრებით გაოგნებული კი, იმ წინააღმდეგობით დავრჩი, რომელიც მან 2008 წელს პუტინს გაუწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პუტინი იმდენად იყო მასზე გამწარებული, რომ საჯაროდ თქვა, რომ მას გენიტალიებით ჩამოკიდებდა და მას შემდეგ ის სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას ახორციელებს. 2012 წელს სააკაშვილმა შვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, 2021 წელს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს შეთითხნილი პოლიტიკური ბრალდებებით, ციხეში კი მოწამლეს. ის ახლა სიკვდილის პირასაა. როდესაც მე მისი ფოტოები ვნახე, გაოგნებული ვიყავი იმიტომ, რომ სერგეი მაგნიტსკი გამახსენდა. მე ამის შესახებ ვისაუბრე და სააკაშვილმა წერილი მომწერა, რომელშიც დახმარება მთხოვა. სწორედ ამიტომ, ვარ აქ და მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა, მის გადარჩენაში წვლილი შევიტანო. ეს საჩქარო საქმეა, რადგან ის მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს", - განაცხადა ბილ ბროუდერმა. ცნობისთვის, დისკუსიას, სახელწოდებით „პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“ ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ედუარდ სააკაშვილიც ესწრებოდნენ. სტრასბურგში მათთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძეც იმყოფებიან.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)