|
2023-03-14 16:35:32, 1106 ნახვა
პოლიტიკა
მიშელი - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა იქნას გაშვებული
რეფორმების კუთხით პროგრესი კვლავ გადამწყვეტია, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. როგორც შარლ მიშელი წერს, ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე. მე ასევე მივესალმე მის როლს საქართველოს ხალხის მისწრაფებების წინსვლაში. ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი კვლავ გადამწყვეტია",- წერს შარლ მიშელი. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა, ასევე მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)