|
2023-03-14 15:04:51, 828 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი EU-ს დროშის დაწვაზე - სამწუხაროა, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს
სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქვეცა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის დროშა აღდგება და ისევ აღიმართება საკანონმდებლო ორგანოს წინ. "ევროკავშირის, როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღავლა, როდესაც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ, დასჯადი გახდა და რა თქმა უნდა, იყო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ყველა პირი, ვინც შებღავლა დროშა იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით დასჯილი. სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქვეცა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ევროკავშირის დროშა, რომელიც დაზიანებულია, აღდგება და პატივით დაბრუნდება თავის ადგილას",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)