10:49 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 12:44:17, 763 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვის მოადგილე - აშშ და მისი „სატელიტები“ ცდილობენ საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის წინააღმდეგ დაძაბულობის კერები შექმნან

აშშ და მისი "სატელიტები" ცდილობენ საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის წინააღმდეგ დაძაბულობის კერები შექმნან,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

გრუშენკოს თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში და მოლდოვაში არსებული სიტუაციით, ვინაიდან ისინი მოშორებით არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ ამ ქვეყნებმა.

"რა თქმა უნდა ჩვენ შეშფოთებულები ვართ ყველაფრით, ჩვენ გვაწუხებს სიტუაცია საქართველოში და სიტუაცია მოლდოვაში, რადგან ისინი მოშორებით არიან ამერიკისგან, რომელიც ცდილობს უკარნახოს, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ ამ ქვეყნებმა. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებული შტატები თავისი "სატელიტებით" მუშაობს ჩვენს საზღვარზე დაძაბულობის უფრო და უფრო მეტი კერის შესაქმნელად", - განაცხადა რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა.

გრუშენკოს თქმითვე, ამ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები დასავლეთის სახელმწიფოების „ნეოკოლონიალურ დამოკიდებულებას“ ასახავს.

"ისინი [დასავლეთის ქვეყნები] გამომდინარეობენ იმ წინაპირობიდან, რომ მხოლოდ მათ აქვთ უფლება უკარნახონ რა გააკეთონ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ მათ ნეოკოლონიალურ მიდგომას",- დასძინა გრუშკომ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics