|
2023-03-14 00:20:03, 1952 ნახვა
ეკონომიკა
სესხები თქვენზე მორგებული პირობებით
სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სესხის აღება მიღებული პრაქტიკაა. თუმცა იმისთვის, რომ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება დღესვე დაიწყოთ, გამოცდილი და სანდო საფინანსო კომპანია უნდა შეარჩიოთ, რომელიც საჭირო კაპიტალს თქვენზე მორგებული პირობებით გასცემს. MBC-ის სესხები ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან კომპანია მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. გამოცდილ ექსპერტთა გუნდი მუდმივად მზად არის საჭირო რეკომენდაციების გასაცემად, რათა აღებული ვალდებულების დაფარვა მომხმარებლისთვის მძიმე ტვირთად არ იქცეს და მისი დაბანდებაც სარფიანად შეძლოს. ბიზნეს სესხი MBC-თან ერთად ბიზნესის დაწყება მარტივია. 2000-დან 100 000 ლარამდე კრედიტი ქონების უზრუნველყოფით, 500-დან 10000 ლარამდე სესხი კი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა. განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ - ირჩევთ სესხის სასურველ ტიპს, თანხასა და ფილიალს, რის შემდეგაც აპლიკაციაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე კომპანიის წარმომადგენელი გიკავშირდებათ, დეტალურად გაცნობთ პროდუქტის პირობებს და შემდგომი პროცედურებისთვის სერვის ცენტრში ჩაგინიშნავთ ვიზიტს. სესხის აღებას მინიმალური დოკუმენტაციით შეძლებთ - საჭიროა იყოთ იურიდიული პირი, თვითდასაქმებული მეწარმე ან საქმის დასაწყებად ახლა დგამდეთ პირველ ნაბიჯებს. MBC საქმიანობის დაწყების, ან გაფართოებისას დაგეხმარებათ, რომ მიღებული კაპიტალი სწორად განკარგოთ და მიღებული სარგებელი თქვენს მომავალზე აისახოს. ავტო სესხი ავტომობილის შეძენა ადამიანისთვის კომფორტთან ასოცირდება. განსაკუთრებით საქმიანი ადამიანები ამ საკითხს დიდ დროსა და რესურსს უთმობენ, რადგან ავტომობილი პიროვნების იმიჯის ნაწილადაც მოიაზრება. თუ სასურველი ავტომანქანის შესაძენად საკმარისი ფინანსური რესურსი არ გაქვთ, MBC-ის ავტო სესხის აღება ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. თუ უკვე ხართ 20 წლის, სესხის აღებას მინიმალური დოკუმენტაციით შეძლებთ. MBC-ის კომფორტული დისტანციური სერვისებით ავტომობილის შეფასება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ინდივიდუალურ შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით სესხის დაფარვა წნეხის ქვეშ არ მოგაქცევთ. იპოთეკური სესხი იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიოში. გრძელვადიან კრედიტს მსესხებლები უძრავი ქონების შესაძენად, რემონტისთვის, არსებული ვალდებულების დასაფარად, ან სხვა სამომხმარებლო მიზეზით იღებენ. 100 000 ლარამდე იპოთეკური სესხის ასაღებად ქონებრივი უზრუნველყოფა დაგჭირდებათ (ქონებრივ უზრუნველყოფად შეიძლება ჩაითვალოს როგორც მომავალში შესაძენი, ასევე უკვე არსებული უძრავი ქონება). MBC-ში გადახდის გრაფიკი და საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური შემოსავლების მიხედვით დგება, რაც სესხის აღების ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა. MBC სანდო და მყარ რეპუტაციას ინარჩუნებს, რაც საფინანსო ბაზარზე წარმატების მიღწევის წინაპირობაა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)