|
2023-03-13 23:52:36, 1034 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო
რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი არის საშიში მეზობელი, რმელმაც წარსულში არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. "ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიდრე რუსეთი ჩაეფლო ბახმუტის ტალახში, ის იმდენად არის დაკავებული, რომ მთელი მისი სამხედრო და პოლიტიკური ყურადღება მიმართულია მხოლოდ უკრაინისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საშიში მეზობელი, რომელმაც აჩვენა წარსულში, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. ის შეიძლება, იყოს აქტიური მოლდოვაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მოლდოვისთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ზიანის მიყენების შესაძლო მცდელობები. მე ვერ უარვყოფ იდეას, რომ რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)