|
2023-03-13 16:25:07, 1046 ნახვა
პოლიტიკა
არახამია ღარიბაშვილზე - მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება
უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს. არახამიას თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ ესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა და აღნიშნავს, რომ პრემიერი ამას მაშინ გაიაზრებს, როდესაც "მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება". "მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი თითქოს არ ესმის. მე ვფიქრობ, რომ ის ამას მაშინ გაიგებს, როცა გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან "ხელი ხელს ბანს". P.S. ამ დრომდე აშინებენ ქართველ ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით",- წერს არახამია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)