|
2023-03-12 21:32:48, 913 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი
60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში დააარსეს ე.წ. "ფრანკლინის კლუბი", სადაც ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აქციაზე "ფრანკლინის კლუბის" ახალგაზრდები და დატრენინგებული, დესტრუქციული ზურაბ ჯაფარიძის "გირჩის" მოძრაობის წევრები ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად იქცეოდნენ და მათ დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან. "ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს "ევროპული საქართველო", "გირჩი" , ვაშაძის პარტია და სხვები. ასევე, ერთ- ერთი საინტერესო, უკვე გამოიკვეთა მათი მონაწილეობა ე.წ "ფრანკლინის კლუბის" ახალგაზრდები, რომლებსაც წამლავენ, პირდაპირ უნდა ითქვას ამის თაობაზე. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო ან მეორეს მხრივ გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს, ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ ფრანკლინის კლუბში. ეხლა რა ხდება "ფრანკლინის კლუბში" და სად არსებობს აღნიშნული კლუბი. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში, რომელიც სხვათაშორის, მე მინდა ახალგაზრდებს შევახსენო, რომ ეს უნივერსიტეტი, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, 1 ლარად გადასცა თავის დედას. ამ უნივერსიტეტში შექმნილია ეს ერთგვარი ანკლავი, ძალიან ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა, მათი ტვინის გამორეცხვა. აი, პირდაპირ მაგალითს გეტყვით, დადასტურებული ინფორმაცია მინდა გავუზიარო ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით ეს "ფრანკლინის კლუბის" ახალგაზრდები და ეს დატრენინგებული, დესტრუქციული "გირჩის", ზურაბ ჯაფარიძის "გირჩის" მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად. მათ ჰქონდათ პირდაპირ მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება მოლოტოვის კოქტეილებით. საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები "მშვიდობიან აქციაზე"?! მე მინდა ახლა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ჩვენს ძმებს და დებს, ყველას. როგორი საზოგადოების მშენებლობა გვინდა? როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა? ჩვენ ვიძახით, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ და ამისკენ ვისწრაფით. გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ, ეკონიმიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, რომ იტყვიან წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. თქვენ ნახეთ კადრები, 60-მდე პოლიციელია დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი, მე ეს მინდა განვაცხადო",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)