|
2023-03-12 12:35:57, 914 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 13 მარტს, ენმ-ის წარმომადგენლობა წავა სტრასბურგში და სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხვალ, 13 მარტს ენმ-ის წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ექსპრეზიდენტის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ევროკავშირის კანდიტატი ქვეყნის სატატუსის მისაღებად, ყველა დათქმა და პირობა შეასრულოს. "საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აბსოლუტურად ღიად და დაუფარავად მოუწოდებს რუსულ ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ... იმ პირობებში, როცა ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ შემოდგომაზე საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, უმნიშვნელოვანესია, შესრულდეს ის პირობები და დათქმები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს და არც ერთი წუხილი არ დავუტოვოთ იმ 27 ქვეყნის მთავრობას, რომელმაც საბოლოო ჯამში, უნდა გააღოს კარები და საქართველო მიიღოს ოჯახში. როდესაც ევროპულ ოჯახში გვინდა შესვლა, წესებს ადგენენ ოჯახის წევრები - ის 27 ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია... ხვალ ჩვენი წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, წავა სტრასბურგში, სადაც ექნებათ ოფიციალური შეხვედრები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის თქმით, სტრასბურგში შეხვედრები მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად გაიმართება. "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. შეხვედრების მიზანი და სამუშაო გრაფიკი არის პუტინის პატიმრები. ჩვენ გვექნება საუბრები ქალბატონ გიულისა და სააკაშვილის შვილთან ერთად, ბილ ბროუდერის ჯგუფთან ერთად იმ ქმედებებზე, რასაც პუტინის პატიმრის წინააღმდეგ სჩადიან. ასევე მინდა ვთქვა, რომ უკვე ერთი კვირაა ყოვნდება საქართველოში პოლონელი ექიმების ვიზიტი. ეს ექიმები ჩამოდიან არა თავიანთი ინიციატივით, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყნის ეგიდით", - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ".
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)