08:53 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 16:12:54, 1119 ნახვა

პოლიტიკა
პესკოვი რუსების საქართველოდან გასვლაზე - უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი ქვეყნის დროშას არ წვავენ

უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი ქვეყნის დროშას არ წვავენ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის პროტესტის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან, ლარსის გამშვები პუნქტის მეშვეობით, სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.

პესკოვი მიიჩნევს, რომ აქციების პარალელურად, რუსების მიერ საქართველოს დატოვება ტენდენციურ ხასიათს არ მიიღებს და რომ არიან მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა მართლაც დატოვეს, თუმცა მათი რაოდენობის გაზვიადება "საჭირო არ არის".

"ისინი გადაადგილებაში თავისუფალნი არიან და მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს. ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის მათ ბედნიერების სხვაგან ძიებაში ხელს, მაგრამ უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - ამბობს პესკოვი.

შეგახსენებთ, რომ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ, 7, 8 და 9 მარტს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციებზე აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის დროშა არაერთხელ დაწვეს.

მასშტაბური პროტესტის შედეგად, დღეს, 10 მარტს პარლამენტმა ორი დღის წინ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics